სოკოს ტარტი

Ingredients

For 0 people ()

სოკოს ტარტი Directions

ინგრედიენტები

ცომი :

  • 2ჭ ფქვილი
  • 1/2ჭ vegatable shortening (თეთრი ცხიმი ღვეზელებისთვის რომ არის)
  • 1ჭ მაწონი
  • 1კვერცხი

გულსართი:

  • 500გ. სოკო
  • 2ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 250გ. რბილი ყველი ან fეტა გახეხილი
  • 5ნაჭერი ლორი ან ბეკონი დაჭრილი
  • 1კბილი ნიორი
  • 3ც. ახალი ხახვი დაჭრილი
  • 1/2ჭ. ოხრახუში დაჭრილი
  • 40გ. მარგარინი ან კარაქი
  • 1კვერცხი
  • 200გ. თბილი რძე
  • 2ს.კ. ფქვილი
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი

ცომის მასალას ავურევთ ერთმანეთში და მოვზილავთ რბილ ცომს. რამოდენიმე წუთს დავასვენებთ სანამ შიგთავსს მოვამზადებთ.

ვასუფთავებთ სოკოს და ვჭრით ნაჭრებად. ვშუშავთ მთლიან კბილ ნიორთან და შემდეგ ვამატებთ დაჭრილ ახალ ხახვს. ნიორს ამოვიღებთ.

ვაცხელებთ მარგარინს, ვამატებთ ფქვილს და ვურევთ სათქვეფით, მერე ვუმატებთ თბილ რძეს და ვურევთ შეუჩერებლად( ჩქარი მოძრაობით), რომ მივიღოთ მსუბუქი ბესამელი.

გადმოვდგავთ ცეცხლიდან, ვუმატებთ კვერცხს, ყველს და დანარჩენ მასალას. მერე შევურევთ სოკოს ხახვით და მოვურევთ.

დასვენებულ ცომს გავყოფთ სამ გუნდად (რომ უფრო მარტივად გავშალოთ) და ხელითვე გავშლით ფორმაში.

ვათავსებთ შიგთავს და გახურებულ ღუმელში ვაცხობთ 200გრადუსზე 40\'-45\'.

რომ გამზადდება გამოგვაქვს ღუმელიდან და 10 წუთში დავჭრით.

  1. enjoy...

შეგიძლიათ ლორი ან ბეკონი გამოაკლოთ.
none
Top