პიცა საოჯახო რეცეპტი

4.96

პიცის მომზადების ძირითად წესებს შემოგთავაზებთ ამ რეცეპტში. შემდეგ კი სხვა ვარიაციებსაც დავწერ, მაგ: პიცა 5 წუთში მოზელილი  ცომისგან, პიცის ცომი კარტოფილისა და ხორბლის ფქვილის ნაზავით, ფენოვანი ცომისგან, დახურული „კალსონე“  და რაც მთავარია, ნამდვილი იტალიური პიცა.

ამ ცომის დადებითი მხარე ის არის, რომ მისგან საუკეთესო ხაჭაპურიც გამოდის, როგორც აირღუმელში გამომცხვარი (მეგრულის სახელით ცნობილი), ასევე აჭარულიც.

თან, ძალიან სწრაფად მზადდება ცომი (არ საჭიროებს 8-24 საათი ცომის დამუშავებას);

და არ საჭიროებს სპეციალურ საცხობ დაფას პიცისთვის და არც საოჯახო ღუმელია მისთვის უცხო (რადგან პიცას უფრო მაღალი ტემპერატურა სჭირდება, ვიდრე ჩვენი საოჯახო ღუმლები ფამოიმუშავებს;

ასევე, არ საჭიროებს ეს რეცეპტი სპეციალურ, მაღალ გლუტენიან ფქვილს, რომელიც ტრადიციული პიცის მომზადებისას აუცილებელია.

Ingredients

For 8 people ()

პიცა საოჯახო რეცეპტი Directions

ინგრედიენტები

მასალა 1 ცალი 38 სმ პიცისთვის:

ცომი:

პურის ფქვილი - 200 გრ;

საფუარი მშრალი - 1 ჩაის კოვზი;

შაქარი - ½ ჩაის კოვზი;

ზეთი ზეითუნის  - 1 ჩაის კოვზი;

რძე - 70 მლ.ლიტრი;

წყალი - 70 მლ.ლიტრი. 

პამიდვრის სოუსი:

ცოცხალი ან დაკონსერვებული პომიდორი - 200 გრ;

ხახვი -  1თავი (თუ ხახვი არ მოგწონთ კერძში, ამის გარეშეც შეიძლება);

ნიორი - 1 კბილი;

ტომატის პასტა - 2 კოვზი;

წითელი ბულგარული - 1 ცალი;

დაფნის ფოთოლი, მარილი, წიწაკა.

1 ჩაის კოვზი შაქარი - თუ სოუსი მჟავეა.

ან შეიძინეთ პასტის მოსამზადებელი მზა ტომატის საწებელა, მაგ: „ბერტოლის“ ფირმის. 

ყველი - 200 გრ გახეხილი მოცარელა (ან ნაჭრებად დაჭრილი მშრალი სულგუნით ჩაანაცვლეთ).

სხვა ინგრედიენტები:

ტრადიციულ პიცა არ გამოირჩევა ბევრი პროდუქტის კომბინაციით, ძირითადი - პომიდორის სოუსისა და მოცარელას გარდა, შეიძლება დაემატოს 2 ან მაქსიმუმ 3 სხვა პროდუქტი, ისიც ცოტ-ცოტა. სასურველია ერთი იყვეს ხორცეული (ან თევზეული) მეორე კი ბოსტნეული.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოაყაროთ ბაზილი ან რეჰანი (ხმელი ან ნედლი).

pizavichinitmomzadeba


მომზადების წესი

ცომის მომზადება:

1. ფქვილი ჩაყარეთ ღრმა ჭურჭელში, გაუკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით ზეთი, ზემოდან დააყარეთ შაქარი და საფუარი (დროჟი). საფუარი თქვენი შეხედულებისამებრ გამოიყენეთ. მე Dr. Utker-ის მშრალ საფუარს ვხმარობ, რომლის დოზირებაც ზემოთ არის მოცემული.

2. გააცხელეთ წყალი 50 გრ-მდე, ან გაზომეთ მამა-პაპურად თითით, ოდნავ უფრო ცხელი რომ იყვეს, ანუ, როგორც ჩვენი ბებიები იტყოდნენ, თითზე უნდა „გიკბინოს“. საფუარს დაასხით ეს წყალი ზემოდან, დაახლოებით 30 მლ.ლიტრის ოდენობით;

3. აცალეთ 5-10 წუთი, სანამ საფუარი დარბილდება და გაიშლება წყალში. ამასობაში ოდნავ შეათბეთ რძე და წყალი, (რძე განსაკუთრებულ სირბილეს მატებს ცომს).ამ ნაზავის ნახევარი დაასხით საფუარიან სითხეს  და მოზილეთ ცომი რბილ მასად. პერიოდულად შეამატეთ სითხე ან ხელი დაისველეთ ამ რძიან-წლიანი სითხით. მოაგუნდავედ ერთიან, რბილ, არამწებავ მასად და ზემოდან მოუსვით ზეთი, გადააფარეთ „ჩაის ტილო“ ან კულინარიული ცელოფანი გადააკარით და დატოვეთ დაახლოებით 40 წუთი (თუ მოსაზელად სითხე საკმარისი არ იყო, დაამატეთ თბილი წყალი, რძე საჭირო აღარ არის);

4. როცა ცომი 2-ჯერ გაიზრდება მოცულობაში,  გადაზილეთ;

5. გაახურეთ ღუმელი 200 გრ-მდე;

აწყობა:

6. ცომი, გადაზელიდან 10 წუთში გადაიტანეთ გასაბრტყელებელ დაფაზე და გააბრტყელეთ. სასურველია გაბრტყელება მოხდეს თითების წრიული მოძრაობებით ცენტრიდან კიდეებისკენ, რომ ცომს საბოლოოდ გარეთა, მაღალი რკალი შერჩეს, თუ არა და უბრალოდ გამოიყენეთ ცომის გასაწევი ხელსაწყო. ცომის გარე კრალის სისქე დაახლოებით 1 სმ უნდა იყვეს, შიდა, (შიგთავსიანი ნაწილის) კი 5-7 მმ.;

7. ცომი გაწევის შემდეგ გადაიტანეთ თუნუქის ფურცელზე. დადევით ცომის შუაგულზე  მომზადებული პამიდორის სოუსი (რომელიც წინასწარ უნდა მოამზადოთ, რომ ცივი იყვეს, ან იყიდეთ). კოვზის „ძირის“ მეშვეობით, წრიული მოძრაობებით გაანაწილეთ ეს სოუსი მთელ ცომზე, კიდეების გამოკლებით, დაახლოებით 1 სმ დატოვეთ რომ ცომიდან არ გადავიდეს სოუსი. თუ კიდეს გაუკეთებთ ცომს, მაშინ კიდეებამდე წაუსვით. პომიდორის სოუსი კარგად უნდა ფარავდეს ცომს;

pizzamomzsauce

7. მოაყარეთ გახეხილი მოცარელა იგივე წესით, რაც პამიდორის სოუსზეა მოცემული, ანუ წრიულად. პირველი ფენა აუცილებლად მიდის მოცარელა ან მისი შემცვლელი სულგუნი, შემდეგ კი ნებისმიერი ყველი ან ყველები შეგიძლიათ მოაწყოთ. (ყველი არ უნდა იყვეს წყლიანი ან სველი);

pizzamomzadmozarela

8. ზემოდან ბოლოს მოაფინეთ (მთლიანად ნუ დაფარავთ ყველს) სალიამი, ან სოსისი, ან ლორი, ან გატარებული ხორცის ბურთულები და ა.შ.

ასევე მოაფინეთ სოკო (თუ კონსერვის არის, პირდაპირ, წყალის გადაწურვის შემდეგ დაალაგეთ პიცაზე), ზეთის ხილი, ბულგარული, ცხარე წიწაკა და ა.შ. (რაოდენობაში ნუ „გადაამლაშებთ“);

9. შედგით ღუმელში საშუალო ან დაბალ სექციაზე. დაახლოებით 8-10 წუთში მზად უნდა იყვეს.

ეს არის პიცა ლორით და სოკოთი, ბაზილის ფოთლებით

 pizavichinit

სოუსის მომზადება: ქვაბში ჩაასხით ცოტა ზეთი და ჩაყარეთ წვლილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. როცა შერბილდება დაამატეთპატარა კუბებად დაჭრილი ბულგარული (თუ კანს გააცლით მანამ, უკეთესია). შემდეგ ამატებთ ტომატ-პასტას და პამიდორის კონსერვს (ან კანგაცლილი და თესლ-გამოცლილი დაჭრილი პამიდორი), დაფნის ფოთოლს და წიწაკას. შედგით დაბალ ცეცხლზე და თუშეთ 20-25 წუთი, სანამ ერთიან მასად არ იქცევა. მასა უნდა იყვეს საკმაოდ სქელი, წვენის არ უნდა "გასდიოდეს". გასინჯეთ, თუ აკლია მარილი დაამატეთ, თუ პამიდვრის გამო სიმჟავე აქვს ზომაზე მეტი - დაამატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, ეს გაანეიტრალებს. შაქარი ყვითელი ან ყავისფერი ჯობია (კარამელიზაციისათვის), თუმცა თეთრიც გამოდგება.

ეს, კი პიცა "პეპერონია", ძეხვით, ზეთისხილით და სოკოთი

pizzaPeperoni1კლასიკური პიცისთვის - უშუალოდ ტომატ-პასტის ან კეჩუპის ან კეჩუპის და მაიონეზის მოსხმა არ არის დამახასიათებელი.


თუ პიცის ცომს, სულ თავიდან (პამიდვრის საწებლის წასმამდე) მოუსმებთ დანაყილი 1 ცალი ნივრის, 2-3 ფოთოლი რეჰანის/(ან ბაზილის) და 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთის ნარევს, პიცა განსაკუთრებით არომატული გახდება.

pizzamomzadniori

Top