ფენოვანი ცომი (ტრადიციული)

4.85
ეს ცომი გამოდგება ნამცხვრებისთვისაც და ხაჭაპურ-ლობიანისთვისაც .... სცადეთ არ დაიზაროთ ... არ ინანებთ ... მგონი!!!!!

Ingredients

For 0 people ()

ფენოვანი ცომი (ტრადიციული) Directions

ინგრედიენტები
  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა (250გრ) ცივი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი
  • 1 სუფრის კოვზი არაყი
  • ფქვილი (იმდენი რომ გამოვიდეს რბილი ცომი)

მომზადების წესი

მომზადების წესი:

  1. კვერცხს ვტეხავ და ვთქვიფავ ხელის სათქვეფით ოდნავ ... მერე ვასხავ წყალს და ასევე ოდნავ გავთქვიფავ და ასე ყველაფერი დანარჩენი ფქვილამდე ..... ფქვილს უკვე ხელით ვზილავ ისე რომ იყოს რბილი და თან არ მოგეკროს ხელზე
  2. მე ვაბრტყელებ ფქვილიან დაფაზე 0.5-0.7 სმ-სისქემდე ..... ვახეხავ 300 გრამ გაყინულ მარგარინს (აუცილებლად მარგარინს) და ვკეცავ კონვერტად .... ვდებ მაცივარში (კულინარიულ პარკში(მუშამბაში) შეხვეულს) 45 წუთით ....ვიღებ ვაბრტყელებ ისევ ვკეცავ კონვერტად და ისევ ვდებ 45 წუთით ..... ეს დროც რომ გადის ვიღებ... ვაბრტყელებ და ვახვევ რულეტად ..... და ვდებ ისევ მაცივარში 30-45 წუთით .....

ამის შემდეგ შეიძლება ცხობა

fenovani


პ.ს. თუ გინდა ძველებურად 3 ფენიანი დასაჭრელი ნაპოლეონის გამოცხობა რულეტად დახვევის მერე ცომი უნდა გაჭრა 3 ნაწილად ..... ასევე ვჭრი ხოლმე ცომს, თუ არ მინდა მთლიანად გამოყენება, პირველივე ჯერზე.
none
Top