წითელი კომბოსტოს სალათა

Ingredients

For 0 people ()

წითელი კომბოსტოს სალათა Directions

ინგრედიენტები
პატარა თავი კომბოსტო 700-800გრ.
2 ცალი სტაფილო
1 თავი ხახვი
კამა,ოხრახუში,რეჰანი,ცოტა პიტნა
1 ცალი გრეიფრუტი
სოუსი:
ზეთი, ლიმონის წვენი, პილპილი+შაქარი, კეფირი (რაოდენობა გემოვნებით)


მომზადების წესი
კომბოსტო წვრილად დავჭრათ,მოვაყაროთ ცოტა მარილი და დავსრისოთ.
სტაფილო დავხეხოთ მოგრძო ნაჭრებათ.
ხახვი ძალიან თხელ,ნახევრად რგოლებად დავჭრათ.
მწვანილი დავჭრათ.
გრეიფრუტი გავფცქვნათ,დავმარცვლოთ,გავაცალოთ თხელი გარსი და დავჭრათ.
მოვათავსოთ ყველა ინგრიდიენტი სასალათე ჯამში და მოვასხათ სოუსი:
გავთქვიფოთ ლიმონის წვენი+ზეთი+პილპილი+შაქარი,მასა სქელდება წესით.
მოვასხათ სალათას,დავამატოთ კეფირი და მარილი თუ საჭიროებს.
ფრთხილად ამოურიოთ და გავაჩეროთ 10-15 წუთით.

მივირთვათ შემწვარ ხორცთან ერთად ან კარტოფილთან.
Top