ტარტალეტკები

4.93
ანუ ფიგურული კალათები ფხვიერი ცომით, ვაშლის ჯემით, მოხარშული კრემით, ბეზესა და ხილის დეკორაციით  - თქვით ეხლა ვის არ უყვარს:)

Ingredients

For 0 people ()

ტარტალეტკები Directions

ინგრედიენტები

კვერცხი - 4 ცალი;

შაქარი - 1 ჭიქა (200 მლ.ლ);

კარაქი - 200 გრ;

არაჟანი - 200 გრ;

ფქვილი - რასაც შეიზელს ფაფუკი ცომისვის (დაახ: 400 გრ ან 4 ჭიქა);

გამაფხვიერბელი ან სოდა-ძმრით - 1 ჩაის კოვზი;

ვანილის შაქარი - 1 სადილის კოვზი;

ზეთი - ფორმებში მოსასმელად;

 

ინვენტარი - მიქსერი, სპეციალური თუნუქის ფიგურული "კალათები";

მომზადების დრო: ცომისთვის - 10 წუთი, ცხობისთვის - 15 წუთი;


მომზადების წესი

კვერცხის გულისა და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი;

შეურიეთ დარბილებული კარაქი და არაჟანი, აქციეთ ერთიან მასად;

შეამატეთ გამაფხვიერებელიც ან სოდა-ძმრით;

გამორთეთ მიქსერი და ხის კოვზით ან ხელით შეაზილეთ ფქვილი;

ცომი უნდა გამოვიდეს ფაფუკი, მაგრამ ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ;

ფიგურულ ფორმებში გამოუსვით ზეთში დასველებული ბინტით ან ფუნჯით.. ფორმა კარგად უნდა გაიზეთოს, მაგრამ ზეთის წვეთები არ უნდა დარჩეს;

ცომი დაყავით პატარა ბურთებად და ჩადევით ფორმის შუა გულში, თითების მეშვეობით ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად ფორმის მთელ გვერდებზე და ძირზეც, თავისთავად;

აი, ყველა სტადია მოცემულია ქვედა სურათზე, იწყებთ მარჯვენა ქვედა  - ბურთით:

tartaletkaforma

შემდეგ ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ ცომი ფორმის ძირზე და როცა ყველა მზად იქნება შედგით წინასწარ 180 გრ გახურებულ ღუმელში;

როცა გამომცხვარ/გამომშრალი იქნება - გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ მასში გაცივებამდე... თუ ვინიცობაა და აღმოაჩენთ, რომ არ არის კარგად გამომშრალი - ისევ შეგიძლიათ ჩართოთ ღუმელი და მიყვანოთ სრულ გამოშრობამდე;

კალათების გამოცხობის შემდეგ საჭიროა მისი "აწყობა"

ტრადიციულად ჯერ ჯემს დებენ 1 ჩაის კოვზის ოდენობით, შემდეგ მოხარშულ კრემს, შემდეგ კი ბეზეს, რომელიც იმ ცილისგან ითქვიფება, რომელიც ცომის მომზადებისას მოგვრჩა, ასევე რთავენ ხილით, შოკოლადის მინანქრით..

რას და როგორ ააწყობთ ეს სრულიან თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული;

ჩემთან კრემი პატისიერე, ანუ ყვითელი კრემი მოწონთ ძალიან, ჟოლოსთან კომბინაციაში.

tartaletkamalina

 


თ გაცილებით უფრო ლამაზი და პროფესიული ტარტალეტკები ან ტარტი გინდათ მოამზადოთ - მაშინ იხილეთ ფხვიერი ცომის მომზადების რეცეპტი
Top