აფხაზურა

5
by mze

გატარებული ხორცის ბურთულები ბროწეულით, ბადე-ქონში გახვეული და შემწვარი.

Ingredients

For 0 people ()

აფხაზურა Directions

ინგრედიენტები
  • ღორის ხორცი  - 1 კგ. შეიძლება ძროხის და ღორის ხორცის არევა 40-60 %-ით;
  • ხახვი - 600 გრ;
  • ბროწეული - გემოვნებით, დაახლოებით 1 დიდი თავი;
  • წიწაკა, მარილი ხმელი ქინძი
  • ქონდარი - ცოტა, სურვილის შემთხვევაში;
  • ბადე-ქონი - საკმარისი რაოდენობის (2 ღორის). თითო აფხაზურს 2-ჯერ უნდა შემოეხვიოს კარგად გაშლილ მდგომარეობაში;
  • ხორცაკეპი მანქანა, ქვაბი, შესაწვავი ტაფა.

მომზადების წესი
  1. გაატარეთ ხორცი და ხახვი;
  2. შეკაზეთ სუნელებით და ბროწეულით;
  3. გადაახვიეთ ბადე-ქონში. აიღეთ ბადე-ქონი, გაწელეთ და დაიდევით ხელის გულზე, ზემოდან დაადევით ხორცის ამოგუნდავებული ბურთულა (ხელის გული რომ გაავსოს ისე) და გაახვიეთ ბადე-ქონი ზემოდან. ზედმეტი მოაჭერით დანით ან მაკრატლით;
  4. 4. ჩაალაგეთ ქვაბში ან თასში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით მაინც. შეგიძლიათ მოამზადოთ წინა დღეს და შეწვათ სუფრაზე მიტანის წინ;
  5. 5. სუფრაზე „მიდის“ ცხელი. შეწვისათვის გააცხელეთ ტაფა და ზეთი, დააწყვეთ აფხაზურები და შეწვით. შეწვის წესები მსგავსია კატლეტის შეწვის ტექნოლოგიის;
  6. 6. სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ მოაყაროთ ახალ დარჩეული ბოწეული.

როგორც წესი, ქართულ სუფრაზე აფხაზურა მიაქვთ შუა ტრაპეზის დროს, არაძირითად ცხელ კერძად. აღმოსავლეთ საქართველოში ამზადებენ ცხვრის ხორცითაც (ღორის ნაცვლად).


none
Top