მეგრული კუჭმაჭი

4.98

 

Ingredients

For 0 people ()

მეგრული კუჭმაჭი Directions

ინგრედიენტები

საქონლის და ღორის გული, ღვიძლი, ფაშვი, ნაწლავები, ბადექონი, ცოტა ხორცი.ფილტვს მ არ ვუკეთებ, თუმცა არიან მოყვარულებიც. ქონიანი ნაჭრებიც არ მოგერიდოთ, საჭიროა.  

სანელებლები კუჭმაჭისთვის:

ქინძი (დასაფქვავი) 1 ჩაის ჭიქა
უცხო სუნელი (დასაფქვავი) 2 ჩაის ჭიქა
ქონდარი 1 სადილის კოვზი
წიწაკა (წითელი, გამომშრალი) დაახლოებით 10 პარკი
ნიორი დაახლოებით 100 გრამი
მარილი 2/3 ჩაის ჭიქა
სანელებლის მომზადება და თან დართული კომენტარი იხილეთ მომზადების წესში;


მომზადების წესი

საკუჭმაჭე მასალა უნდა მოთავსდეს დიდ ქვაბში, დაესხას წყალი (თუ გსურთ, შეიძლება ცოტა ღვინის დამატება), შეიდგეს ცეცხლზე და მოიხარშოს.

ხარშვის დროს აუცილებელია მოქაფვა, მოხარშულ შიგნეულობას გადმოვიღებთ თუშფალანგზე, ვაცდით შეგრილებას და შემდეგ ბასრი დანით დავჭრით 1 ან 1.5 სმ წახნაგის მქონე კუბებად (ნაჭრების ზომა შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ იმის მიხედვით, თუ რა გარნირი გექნებათ).

ნახარში წყალი არ გადაასხათ. გაციებული თავზე ქონს მოიგდებს, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ.

კუჭმაჭის გამზადებული მასალა უნდა შეისვაროს სანელებლით (სუნელით). ეს პროცედურა აუცილებლად ხელით უნდა ჩაატაროთ, რადგან მნიშვნელოვანია "სუნელის" თანაბრად გადანაწილება.

შემდეგ ღრმა და სქელძირიან ქვაბში წამოვათუხთუხებთ გადანახულ ქონს და კარაქს (ერბოს, თუ ცხიმის მოხდა დაგვავიწყდება). ყრით ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს, მოვაოქროსფრებთ, ჩავამატებთ ცოტა ღვინოს, მერე ჩავუშვებთ გამზადებულ ხორცის მასას, კარგად მოვურევთ, ქვაბს დავაფარებთ სახურავს და   დავტოვებთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით, მთელი მასის გაცხელებამდე, შემდეგ გადმოვიტანთ სინზე, მოვაყრით დაკეპილ ქინძს, ბროწეულს;

ცხლად მივიტანთ მაგიდასთან და გემრიელად მივირთმევთ.

სანელებლის მომზადება:

წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და 30 წუთით ჩავყაროთ ანადუღარ (შეგრილებულ) წყალში. გადავწუროთ, დავამატოთ ნიორი და მარილი და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში (უმჯობესია ორჯერ, წვრილი ბადით). უნდა მივიღოთ პლასტილინის კონსისიტენციის მასა (შეიძლება ოდნავ სითხეც დაიყენოს).

ამ წესით მომზადებული აჯიკა (ოღონდ ქონდარის გარეშე) შეგიძლიათ ნებისმიერი ხორციანი კერძისთვის გამოიყენოთ. ინახება მინის ქილაში, დიდი ხნით.

Top