სალათი "ცეზარი"

5
ეს ცნობილი და პოპულარული სალათ "ცეზარის" ჩემი ვერსიაა. იმედია მოგეწონებათ:)

Ingredients

For 0 people ()

სალათი "ცეზარი" Directions

ინგრედიენტები

 პური - 4 ნაჭერი

  • ქათმის ხორცი (მოხარშული) - 200-300 გრამი
  • სალათის ფურცლები - 2 კონა
  • კიტრი - 2 ცალი
  • პომიდორი - 1 ცალი
  • მოხარშული კვერცხი - 1 ცალი
  • 1 თოხლო კვერცხის გული
  • 1 სადილის კოვზი ლიმონის ან ლაიმის წვენი
  • ძმარი (ბალზამიკო), მოყვარულებისთვის სოიოს სოუსი
  • ყველი (მაგარი) დახეხილი - 100 გრამი
  • ხახვი(უმჯობესია მწვანე) ,ზეთი(რეცეპტით ზეითუნის უნდა, მე ჩვეულებრივითაც ვაკეთებ), მარილი, მაიონეზი (მოყვარულებისათვის), შავი პილპილი

სოუსი:

  • თოხლო კვერცხის გული უნდა მოთავსდეს ღრმა თასში, პორციებად ვამატებთ 2 სადილის კოვზ ზეთს და ჩანგლით ვთქვეფთ, შემდეგ ემატება ლიმონის ან ლაიმის წვენი, ცოტა მარილი, ბალზამიკოს რამოდენიმე წვეთი, სოიოს სოუსი, შავი პილპილი, შაქარი - ცოტა, სანელებელივით.

მომზადების წესი

პური ღუმელში უნდა დავაწითლოთ. (მე ვამზადებ დაკეპილი ნიორი+ზეთი+პური) შმდეგ შეგრილებულს ხელით ვტეხავ და სასალათეზე ასე ვათავსებ.

სალათისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტს ცალ-ცალკე ვამზადებ: ხორცს ვჭრი მოგრძო ნაჭრებად, ვათავსებ ცალკე თასში და ზემოდან ცოტა სოუსს ვასხავ, რომ გაუჯდეს. ასევე ვფლეთ (და არ ვჭრი) სალათის ფურცლებს, ვათავსებ ცალკე თასში და ვასხავ სოუსის პორციას. გათლილ კიტრს კოვზით ვაცლი გულს (თესლებს) და ვხეხავ მსხვილ სახეხზე.

შემდეგ ვაწყობთ სალათს:

ლანგარზე, რომელზეც უნდა დაეწყოს სალათი, ვუსმევ ლიმონს, ოდნავ ვაყრი მარილს და ვდებ გახუხული პურის ფენას+სოუსი; შEმდეგი ფენა ხორცი, მერე ერთმანეთში არეული სალათი, კიტრი, ხახვი; ამ ყველაფერს ზემოდან ვასხავ მორჩენილ სოუსში გახსნილ მაიონეზს, ვაწყობ დაჭრილ პომიდორსა და კვერცხს, ვაყრი გახეხილ ყველს და მზადაა

(მე რახან სანელებლების დიდი მოყვარული ვარ დამატებით ყველა ფენაზე ვაყრი ან სვანურ მარილს, ან დაფქვილი ქინძის, უცხო სუნელის, ყვითელი ყვავილის, შავი პილპილისა და მარილის ნაზავს)


ეს სალათი შეიძლება ააწყოთ როგორც დიდ სასალათეზე, ასევე პორციებად პატარა ლამბაქებზე.
none
Top