ხაჭაპური (cheesebread) ძირითადი რეცეპტი

3.14

ხაჭაპურის ეს რეცეპტი უცხოეთში მცხოვრებ კულინარებზე და ხაჭაპურის ფანებზეა მორგებული. რეცეპტი «დატესტილია» ამერიკისა და ევროპის სამზარეულოებშიც, ასე, რომ იმედია, თუ რეცეპტს მიყვებით - «თითებ-ჩასაკვნეტი» ხაჭაპური გამოვა, თუმცა, ვიცი რომ სხვა ვარიანტებიც არსებობს .. თქვენეულსაც თუ გაგვიზიარებთ, მადლობელი დაგრჩებით მეც და მამულიც:)

Ingredients

For 8 people ()

ხაჭაპური (cheesebread) ძირითადი რეცეპტი Directions

ინგრედიენტები

ცომისათვის:

ხორბლის თეთრი ფქვილი – 300 გრ;

საფუარი, მშრალი – 1 ჩაის კოვზი;

ზეთი, მცენარეული – 1 სადილის კოვზი;

შაქარი, თეთრი – 1 ჩაის კოვზი;

რძე – 100 მლ.ლ.

წყალი – 100 მლ.ლ;

 

გულსართისათვის:

მოცარელა, გახეხილი – 150 გრ;

ფეტა – 150 გრ;

ხაჭო – 150 გრ (სურვილისამებრ);

კვერცხის ცილა – 2 ცალი;

კარაქი – 50 გრ.

 

ზემოდან მოსასმელად:

კვერცხის გული - 2 ცალი;

ყველის გულსართი - 2 სადილის კოვზი.

 

დიდი ზომის თასი მოსაზელად; საშუალო ზომის თასი – გულსართის შესარევად; ძირითადად ცხვება ღუმელში, თუმცა შეიძლება შეიწვას ტაფაზეც, ამ შემთხვევაში საჭიროა, ბრტყელ-ძირიანი დიდი ზომის (სასურველია) ტაფა, სამზარეულოს დაფა და საბრტყელებელი.

 

ცომის ამოსასვლელად 1.5 სთ; მოსამზადებლად 10 წუთი, შესაწვავად 15 წუთი.


მომზადების წესი

ცომი:

თასში ჩაყარეთ ფქვილი და გააკეთეთ ჩაღრმავება;

ჩაასხით ზეთი ამ ჩაღრმავებაში და ჩაყარეთ შაქარი;შეათბეთ 50 მლ.ლ წყალი. წყალი უნდა იყოს 38-40 გრადუსი სელციუსით, ან თუ თითით გასინჯავთ – თბილი უნდა იყოს (ცხელი წყალი საფუარს "მოკლავს");დააყარეთ საფუარი ზეთს და შაქარს და დაასხით ეს წყალი;დატოვეთ ასე 5-10 წუთი, რათა საფუარი აფუვდეს;

  1. xacmom1

  2. შეათბეთ 100 მლ.ლ წყალი და 100 მლ.ლ რძე (რძე განსაკუთრებულ სირბილეს აძლევს ცომს). დაწილ-ნაწილ დაასხით ეს მასა საფუარიან ფქვილს და მოზილეთ;

ზელვისას ყურადღება მიაქციეთ წყლის რაოდენობას, ძირითადად ეს რაოდენობა საკმარისია, მაგრამ რადგან ბევრ ფაქტორზეა მაინც დამოკიდებული, ჯობია წყალი ნაწილ-ნაწილ ამატოთ;

ცომი უნდა გამოვიდეს ძალიან რბილი, მაგრამ ფორმირებული და თითებზე არ უნდა გეკვროდეთ;

საბოლოოდ მოაგუნდავეთ ცომი, გადაუსვით ცოტა ზეთი ხელის გულით, ეს იმიტომ, რომ არ ცომმა ქერქი არ გაიკეთოს, გადააფარეთ ცელოფანი ან სამზარეულოს ტილო და დადგით თბილ ადგილას ;

საათის შემდეგ ცომი გადაზილეთ, თუ კარგად ამოსულია, შეგიძლიათ მაშინვე დაიწყოთ ცხობა, თუ არა და კიდევ 30 წუთი დაელოდეთ;

ცომი ამოაგუნდავეთ გასაბრტყელებელ დაფაზე ან სამზარეულოს მაგიდაზე

გულსართი:

მომცრო თასში ფეტა აზილეთ ხელით, დაამატეთ მოცარელა, კვერცხის ცილა, 30 გრ კარაქი და ხაჭო (ამერიკაში ცოტა განსხვავებული გემოს ხაჭოა, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება მიზანშეწონილი არც იყოს, თუ მის გემოს ვერ ეგუებით, ამიტომ ხაჭოს რაოდენობის ჩანაცვლება შეგიძლიათ მეტი ფეტათი ან მოცარელათი. რიკოტაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც ნადუღის ანალოგია, თუმცა ესეც გემოვნებაზეა);

ყველის მასას მოაკელით ცოტა, დაახლოებით ქათმის კვერცხის ოდენა და გადაინახეთ; დანარჩენი კი მოაგუნდავეთ ერთ ბურთად;

 მოხვევა:

გაახურეთ ღუმელი 220 გრ ცელსიუსზე ან 425 ფარენფეიტზე, გაზი 7;

ფქვილ-მოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი 20 სმ დიამეტრის წრედ;

შუაში დაადევით ყველის დიდი გუნდა, შემდეგ ცომის კიდეები ერთად შეკარით, ისე რომ ყველი შიგ გაეხვიოს, მაგ. როგორც ხინკალს ახვევენ ისე (ნაოჭებს ნუ დაუთვლით, ოღონდ);

კარგად თავშეკრული ცომი გააბრტყელეთ თანაბარი სისქის ზომაზე;

არ დაგავიწყდეთ, რომ რაზეც აბრტყელებთ ის ზედაპირი უნდა იყოს ფქვილმოყრილი, რომ არ მიიკრას;

გაბრტყელებული ხაჭაპური გადაიტანეთ ფქვილ მოყრილ თუნუქის ფურცელზე და კიდევ გააბრტყელეთ, თუ საჭიროა;

აქ მნიშვნელობა ექცევა ცომში ყველის თანაბარ განაწილებას;

მორჩენილ ყველის მასას აურიეთ კვერცხის გული და გადანახული 20 გრ კარაქი;

ეს მასა მოუსვით ხაჭაპურს ზემოდან;

შედგით საშუალო სიმაღლეზე;

დაახლოებით 8-10 წუთში, როცა ხაჭაპურს ძირი გამოუცხვება და ზედაპირი შეწითლებას დაიწყებს, ღუმელი შეგიძლიათ გადაიყვანოთ გრილის რეჟიმზე, რათა ლამაზად შეიწვას ხაჭაპურის ზედაპირი. გამორთეთ 1-2 წუთში;

გამოიღეთ ღუმელიდან და დაჭერით. სუფრასთან მიაქვთ ცხლად.

xacapimeruli

  1.  

Top