სალათა - ბროწეულის სამაჯური

5

Ingredients

For 10 people ()

სალათა - ბროწეულის სამაჯური Directions

ინგრედიენტები

ჭარხალი - 4 ცალი

ბროწეული - 3 ცალი

კარტოფილი - 4 ცალი, საშუალო ზომის

სტაფილო - 4-5 ცალი

კვერცხი - 2 ცალი

ქათმის ხორცი - 200-300 გრამი

ნიგოზი - 100 გრამი

ხახვი - 2 თავი

ყველი (სასურველია სულგუნი) – 100 გრ;

შავი პილპილი

მარილი

მაიონეზი


მომზადების წესი

მოვხარშოთ ბოსტნეული და ხორცი.

ხორცი უნდა დაიჭრას კუბიკებად, ხოლო ყველი, სტაფილო, კარტოფილი, კვერცხი და ჭარხალი გაიხეხოს (შეიძლება ჭარხალი ხორცსაკეპ მანქანაშიც გაატაროთ).

დაკეპეთ ან ხორსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი.

ხახვი, წვრილად დაჭრილი, მოთუშეთ ზეთში (შესაძლებელია მოუთუშავიც გამოიყენოთ)

ბროწეული და ჭარხალი შეინახეთ ცალკე, ხოლო სალათის დანარჩენი ინგრედიენტები მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და შეაზავეთ მაიონეზით.
სალათისთვის, სასურველია, გამოიყენოთ მრგვალი ფორმის ლამბაქი, რომლის ცენტრშიც მოათავსებთ ჭიქას.

toskabroceul2

რეცეპტში მოცემული ინგრედიენტებით შეგიძლიათ საშუალო ზომის ლამბაქზე ოთხი “სამაჯური” გააკეთოთ.

ლამბაქზე, ჭიქის გარშემო დააფინეთ ჭარხლის ფენა, მოასხით მაიონეზი, შემდეგ ძირითადი მასა – მაიონეზი, ზემოდან ჭარხალი – მაიონეზი. (ამ სალათისთვის მნიშვნელოვანია წითელი ფერი, ამიტომ მაიონეზის “გამოჩენის” თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ჭარხალში თავიდანვე აურიოთ მაიონეზი, რომ შეიღებოს).

toskabroceul3
შემდეგ ამოაცლით ჭიქას და გარედან მოაყრით ბროწეულს. “სამაჯურიც” მზად არის. შეგარგოთ 
რჩევა: გარედან წასასმელ მაიონეზში ჯობია ცოტაოდენი ჭარხალი გაურიოთ. ფერს შეიცვლის და ბროწეულებიდან თეთი მაიონეზი აღარ “გამოიჭყიტება".

Top