Kreppel - გერმანული დონატები ჯემით

2
by ia
დონატების ამ რეცეპტით, ძალიან ფაფუკი, გემრიელი ცომი გამოდის. თქვენი საყვარელი ჯემი ან კრემი შეურჩიეთ და ნამდვილად ისიამოვნებთ.

Ingredients

For 16 people ()

Kreppel - გერმანული დონატები ჯემით Directions

ინგრედიენტები
  • 1 ს/კ საფუარი
  • 1ჩ/კ შაქარი
  • 3ს/კ თბილი წყალი
  • 400 გრ ფქვილი
  • 70 გრ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს/კ გამდნარი მარგარინი
  • 70 მლ წყალი
  • რომი 1 ს/კ (არ მქონდა,ლიქიორით შევცვალე)
  • 1 ლიმონის ცედრა
  • ½ ჩ/კ მარილი
  • ზეთი 100მლ-მდე
  • ჯემი 100გრ -მდე
  • შაქრის პუდრა 1 ს/კ

მომზადების წესი

ჯამში, რომელშიც ცომი უნდა მოზილოთ, მოათავსეთ 1 ს/კ საფუარი, 1ჩ/კ შაქარი. 3ს/კ წყალი. ადროვეთ 10 წთ

10 წუთის შემდეგ ჯამში ჩაამატეთ წყალი, შაქარი, კვერცხი, მარილი, რომი, ლიმონის ცედრა და ფქვილი.

მოზილეთ ცომი, თანდათანობით დაამატეთ გამდნარი მარგარინი.

ცომი მალევე ხდება შეკრული და ელასტიური.

ჯამს გადააფარეთ ტილო, თბილ ოთახში დაახლოებით 1 საათში ცომი გაორმაგებულია.

ცომისგან მოამზადეთ 16 ბურთულა, მოათავსეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და ადროვეთ ზომაში გაორმაგება (20-30 წთ)

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია შეწვა.

ღრმა ტაფაში ან პატარა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, ძალიან დაბალ ცეცხლზე შეწვით ჯერ ერთი მხარე, შემდეგ მეორე.

ზეთი თუ ძალიან ცხელია - ზედაპირი ზედმეტად შეიწვება, შუაგული კი არასაკმარისად.

დონატებს გვერდები რომ არ შეუფერადდეს, ძალიან ცოტა ზეთში შეწვით.

გაგრილებულ დონატებს საკონდიტრო შპრიცის წვრილი ბუნიკით შეუყვანეთ ჯემი.

მე ნაწილი ლიმონის კრემით მოვამზადე.

ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა


none
Top