მარციპანი

3.4
ტკბილეულის მოყვარულებს (და არა მარტო მათ) შემოგთავაზებთ მარციპანის მომზადების უადვილეს რეცეპტს

Ingredients

For 0 people ()

მარციპანი Directions

ინგრედიენტები
  • ნუში 500 გრამი ან შესაბამისი ოდენობით ნუშის ფქვილი
  • შაქრის პუდრა 200–300 გრამი
  • შაქარი 200 გრამი
  • 1 ჭიქა წყალი
  • მინის ღრმა ჯამი მარციპანის მოსაზელად, მიქსერი

მომზადების წესი

ნუშის ფქვილის მომზადება: კანის გასაცლელად ნუში 15–20 წამით უნდა ჩაიყაროს მდუღარე წყალში. დაფუფქულს კანი ადვილად გასძვრება. შემდეგ უნდა გამოვაშროთ ღუმელში. უკეთესია თუ ნუშს 10–15 დღით ადრე მოვამზადებთ და ბუნებრივად გაშრება ჰაერზე. კანგაცლილი ნუში დავფქვათ ყავის საფქვავით რაც შეიძლება წვრილ ფრაქციად.

ნუშის ფქვილი და შაქრის პუდრა მოვათავსოთ მინის ჯამში და მიქსერის დახმარებით კარგად გადავურიოთ ერთმანეთში.

1 ჭიქა წყლისა და 200 გრამი შაქრისგან მოვადუღოთ სიროფი, ცხელივე ჩავუშვათ ნუშის მასაში წვრილი ჭავლით და თან განუწყვეტლად ვურიოთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შეგრილებული მასა ბოლოს ხელით უნდა გადავზილოთ. საბოლოოდ მივიღებთ რბილი პლასტილინის კონსინსტენციას.

მარციპანი შეიძლება ხანგრძლივად შევინახოთ მაცივარში ან გრილ ადგილას, რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ოღონდ აუცილებლად უნდა შევფუთოთ ცელოფანში, ჰერმეტულად, რომ არ გამოშრეს.


თუ მარციპანი მაინც გამოშრა, არ არის პრობლემა, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და წყალში ან რაფინირებულ ზეთში დასვენებული ხელით გადაზილეთ. მასა ისევ დაიბრუნებს ელასტიურობას დ ბზინვარებას.
none
Top