მეგრული ხაჭაპური

3.5
ხაჭაპური ქართული სამზარეულოს კლასიკაა, განსაკუთრებულს ალბათ ვერაფერს ვიტყვი. ამ ჯერზე უგემრიელეს მეგრულ ხაჭაპურს შემოგთავაზებთ.

Ingredients

For 6 people ()

მეგრული ხაჭაპური Directions

ინგრედიენტები
  • რბილი, საფუვრიანი ცომი - დაახლოებით 300 გრამი
  • დაფხვნილი ჭყინტი ყველი - 300-400 გრამი
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ფქვილი - საფანელად
  • საბრტყელებელი, დაფა, სქელძირიანი ტაფა

მომზადების წესი

1. ყველის მასა გავყოთ ორ ნაწილად. (მაგ.: 400 გრ - 250 და 150 გრ)

2. ცომის გუნდა გავშალოთ დაფაზე, ჩავდოთ ყველის ერთი ნაწილი (250 გრ), მოვუკრათ თავი, გავაბრტყელოთ ტაფის ზომაზე და გადავიტანოთ ტაფაზე.

3. კვერცხი გავქნათ, დავამატოთ დარჩენილი ყველი, კარგად გადავურიოთ და გადავიტანოთ ტაფაზე გაშლილ ხაჭაპურის შუაგულზე. შემდეგ ხელით ან ჩანგლის დახმარებით ეს ყველის მასა გავშალოთ ხაჭაპურის ზედაპირზე ისე, რომ დაახლოებით კიდის 1 სანტიმეტრი დავტოვოთ თავისუფალი. ვადროვოთ 5-10 წუთი და შევდგათ გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.

megruli_xachapuri


none
Top