კუბდარი

4.2
ვეძებ კუბდარის ყველაზე კლასიკურ და სვანურ რეცეპტს.. დამეხმარეთ:)

Ingredients

For 0 people ()

კუბდარი Directions

ინგრედიენტები

ცომი - 350 გრ;

საქონლის ხორცი - 300 გრ;

ხახვი - 1 საშუალო თავი (100 გრ);

ნიორი - 1 კბილი;

მარილი, წიწაკა, ძირა, სვანური მარილი;

 

(რჩევით, კიდევ ღვინო ან ლუდი სასურველიაო, მაგრამ მე ჯერ არ მიცდია)

 

ინვენტარი: ცომის საბრტყელებელი, ბასრი დანა.


მომზადების წესი

მოზილეთ საფუვრიანი ცომი, ცოტა უფრო მაგარი, ვიდრე ხაჭაპურისთვის ზელთ. მოზელილ ცომს დიდხანს ნუ გააჩერებთ, აფუვების შემდეგ მალევე გამოაცხვეთ.

ხორცი იჭრება ძალიან წვრილად, ხახვიც იკეპება და იკმაზება.. ჯობია წინასწარ მომამზადოთ და კარგად გადაურიოთ, რომ არომატი გაუჯდეს ხორცს;

ცომი გაშალეთ და დაადევით ხორცის მასა (მე წითელი წიწაკა მოვაყარე, ბოლოს)

kubdarismomzadeba

შემდეგ ახვევთ ხაჭაპურივით, კრავთ ცომს და აბრტყელებთ;

აი, შემდეგ გახიეთ ცომის ზედაპირის შუაგული, რომ ცხობის პროცესში გახევისგან დაიცვათ კუბდარი;

მემგონი სულ ეს არის..

kubdariport

ქევმოთ, კომენტარებს მიაქციეთ ყურადღება:


ერთ-ერთი ჩემი ვირტუალური მეგობრის რეკომენდაციები მინდა შემოგთავაზოთ:

"სვანები როგორ ამზადებენ კუბდარს, მიყურებია, გამისინჯავს და გამიკეთებია კიდეც.
ცომი ფაფუკი არ უნდა მოიზილოს განსხვავებით ხაჭაპურის ცომისაგან, რადგან ხორცი შიგ უმად იდება. ჯერ ერთი, ფაფუკი ცომი ვერ გაუძლებს მძიმე მასას და მეორეც, წვენი იქმნება შიგნით ცხობის დროს და აუცილებლად გახეთქავს რბილ ცომს.
გული ასე მზადდება: წვრილად დაჭრი ცხიმიან ხორცს. შეიძლება ღორის და საქონლის ხორცის ნარევი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ჩანაყილი ან დაჭყლეტილი ნიორი, სვანური მარილი და ცოტა ლუდი ან ღვინო, რაც ხელს უწყობს ხორცის დარბილებას და წვნიანს ხდის კუბდარს (მთლად ხინკალივით არა, მაგრამ თავის სისველე უნდა ქონდეს შიგნით). ცხვება დაბალ ცეცხლზე, რომ ცომმა არ დაასწროს ხორცს გამოცხობა.
ცომის მომრგვალების მერე ბოლომდე არ იკვრება, ცოტათი ღია რჩება და ისე ცხვება, ასე ცხობისას შიგნით წარმოქმნილი წვენი ცომს არ აზიანებს და შესაბამისად კუბდარი რბილი და ნაზი გამოდის,ხორცი არ არის საღეჭი და გაფშეკილი

Top