ტორტის დაფარვა მარციპანით

4.99

ბისკვიტის დაფარვა მარციპანითა და შაქრის მასტიკით

Ingredients

For 0 people ()

ტორტის დაფარვა მარციპანით Directions

ინგრედიენტები

1 ცალი ბისკვიტი (დიამეტრი 28 სმ, სიმაღლე 8 სმ)

მარციპანი - 500 გრამი

შაქრის მასტიკა 500-600 გრამი

კრემი, სასურველია მოხარშული, დაახლოებით 1 კგ

სიროპი, ფუნჯი ბისკვიტის ზედაპირის დასამუშავებლად

ცხიმი - კარაქი ან რაფინირებული ზეთი, მარციპანისა და შაქრის პასტის დასამუშავებლად

 

სახაზავი, ტორტის სიმაღლის გასაზომად

მჭრელი დანა ან სპეციალური საჭრელი


მომზადების წესი

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ (ეცადეთ კიდეები მშრალი დატოვოთ, მარციპანს არ უყვარს სისველე), წავუსვათ კრემი და შევაერთოთ. შემდეგ ზემოდან გადავუსვათ კრემი.

დაახლოებით 250 გრამი მარციპანი გავაბრტყელოთ 30 სმ დიამეტრის წრედ (გამოგივათ დაახლოებით 5 მმ სისქის).  ზემოდან დავადოთ ბისკვიტი (კრემიანი ზედაპირით), ზედმეტი მარციპანი მოვაჭრათ ბასრი დანით ან სპეციალური საჭრელით. ბისკვიტი მარციპანიანი მასით ზემოთ გადავიტანოთ ტორტის სადგამზე.

torti1

მარციპანი საკმაოდ ცხიმიანი მასაა და სამუშაო მაგიდის ზედაპირს ნაკლებად ეკვრის, მაგრამ თუ დამუშავება გაგიჭირდათ, მაშინ შეგიძლიათ მაგიდის ზედაპირს დარბილებული კარაქის ან რაფინირებული ზეთის თხელი ფენა გადაუსვათ, მუშაობა გაგიადვილდებათ.

შემდეგ კრემით დავფაროთ ბისკვიტის კიდეებიც.

სახაზავით გავზომოთ ტორტის სიმაღლე მარციპანის მასის ჩათვლით. დავუშვათ გამოვიდა 10 სმ. ამ შემთხვევაში დარჩენილი მარციპანის მასა გააბრტყელეთ 11 სმ სიგანის ზოლად, ორივე მხრიდან მოაჭერით ნახევარ-ნახევარი სანტიმეტრი, რომ საბოლოო ჯამში 10 სმ სიგანის ზოლი მიიღოთ, დაახვიეთ ეს მასა რულეტივით და ბისკვიტს გარშემო შემოაკარით.

torti2

ამით მარციპანით დაფარვის ეტაპი დამთავრებულია.

torti3

მარციპანის მასაზე ფუნჯით გადავუსვათ ნებისმიერი სისქის ცივი სიროპი.

torti4

სამუშაო მაგიდას თხელ ფენად გადავუსვათ ცხიმი და მასზე გადავზილოთ შაქრის მასტიკა. 2-3 წუთში მასტიკა მზადაა დამუშავებისათვის.  ჩვენი ბისკვიტისათვის დაგვჭირდება 50 სმ დიაგონალის წრე. (28+10+10). გაბრტყელებული მასტიკა არ უნდა იყოს 5 მმ-ზე ნაკლები სისქის.

გაბრტყელებული მასტიკა გადავახვიოთ საბრტყელებელ ჯოხზე და გადავიტანოთ ბისკვიტზე.

torti5

ნელ-ნელა გადავაფაროთ

torti6

დავასრულოთ დაფარვა

torti7

კიდეები უნდა შემოვაჭრათ სპეციალური საჭრელით

torti8

და ამავდროულად ვასწოროთ ნაოჭები.

torti9

მზა ნაჭერი

torti10

Top