ჩიზქეიქი ფენოვან ჭიქებში

გამომცხვარი ჩიზქეიქის განსხვავებული და გემრიელი ვარიაცია. ერთადერთი სირთულე - ცომისგან ჭიქების დამზადებაა.

Ingredients

For 0 people ()

ჩიზქეიქი ფენოვან ჭიქებში Directions

ინგრედიენტები

10 ცალი მაფინის ზომის ჩიზქეიქისთვის:

ფენოვანი ცომი - 400 გრ, ან 10 ფირფიტა, ზომით 10*10 სმ;

მდნარი ყველი (ფილადელფიის ან ბუკოს სტილის) - 300 გრ;

ლიმნის წვენი - 3 სადილის კოვზი;

შაქარი - 100 გრ;

კვერცხის გული - 3 ცალი;

პურის ფქვილი - 2 სადილის კოვზი

დამატებით: გაყინული წითელი მოცვი ან ჟოლო - 2 სადილის კოვზი.

 

ინვენტარი: მაფინის საცხობი ფორმა - ლითონის ან სილიკონის (სილიკონის ცალ-ცალკე ჭიქები უკეთესია);

მომზადების დრო: 30 წუთი, ცხობისთვის: 12-15 წუთი.


მომზადების წესი

გაახურეთ ღუმელი 200 გრ-ზე;

ოდნავ გამლღვალი ფენოვანი ცომისგან (სისქით 2 მმ) - გამოჭერით ფორმებში ჩასაფენი წრეები (კარგად რომ ჩაეფინოს და ნაოჭები არ გაიკეთოს ცომმა, ამისთვის კიდეებში ვიწრო სეგმენტები გამოჭერით ცომს, ჩააფენთ ფორმაში და შემდეგ გადააწებეთ კიდეებს);

ფორმებში ჩადებლი ცომი ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით, რომ არ ამოფუვდეს ცხობისას და შედგით ისევ საყინულეში, სანამ ჩიზქეიქის კრემს მოამზადებთ;

ათქვიფეთ ყველი ერთიან მასად, შეამატეთ ლიმნის წვენი (ცედრაც შეიძლება);

შეათქვიფეთ შაქარიც და კვერცხის გულებიც;

ბოლოს ჩაამატეთ ფქვილი, მოურიეთ;

ეს მასა გადაიტანეთ ცომიან ფორმებში, თითქმის გაავსეთ (როცა ფორმაში შუამდე ჩაასხავთ კრემს, ჩაყარეთ 3-6 მარცვალი მოცვი ან ჟოლო, შემდეგ შეავსეთ ცომი კრემით);

შედგით ზუსტად გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით;

შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ ფორმებშივე, 10 წუთში გადმოიღეთ ფორმებიდან;

cheesecakefenovani1

როგორც წესი, ცხობისას, თან ასეთ მაღალ ტემპერატურაზე (რაც ფენოვანს სჭირდება) ჩიზქეიქი "ვარდება" ღუმლიდან გამოღების შემდეგ.. ან ცოტა ხანი გამორთულ ღუმელში გააჩერეთ, მაგრამ არ დაიწვას - მიაქციეთ ყურადღება, ან ცილებს ნუ გადააგდებთ და ბეზე მოუმზადეთ - ჩვეულებრივი, ან ხილის არომატით, ზემოდან მორთეთ, გაცივების შემდეგ ბეზეთი მორთავთ; 

cheesecakefenovani3მორჩენილი ფენოვანი ცომისგან ხვეულა "ვიოლინოები"
 მოვამზადე - მისაყოლებლად. 


წიგნის ავტორს თუ დავუჯერებთ (BBC Books, editor Mary Cadogan),  ეს ნამცხვარი ორი ცნობილი და კლასიკური რეცეპტის "იორკშირულ კრემიანი ტარტისა" და ლიმონიანი პორტუგალიური ვერსიის ჰიბრიდია..

რაც არის და რომელ სამზარეულოსაც განეკუთვნება - ალბათ ძნელი სათქმელია უკვე, თუმცა დავამატებ, რომ ძალიან გემრიელია და პრაქტიკული წვეულებებისთვის:)

Top