ნიგვზიანი პესტო

ძალიან მარტივი და გემრიელია. უხდება როგორც თევზეულს, ასევე ბოსტნეულს. კიდევ უფრო გემრიელია თუნიგოზს -  ნუშით ან კედრის თესლით ჩაანაცვლებთ.

Ingredients

For 0 people ()

ნიგვზიანი პესტო Directions

ინგრედიენტები

ნიგოზი - 10 ლებანი (5 მთლიანი ნიგოზი);

ქინძი - 1 კონა (20 გრ);

ზეითუნის ზეთი - 1 სადილის კოვზი (10 გრ);

თეთრი ღვინის ძმარი - 1 სადილის კოვზი (7 გრ);

ნიორი - 2 კბილი;

გადადუღებული წყალი - 3 სადილის კოვზი;

მარილი - 1/4 ჩაის კოვზი.

 

ინვენტარი: ბლენდერი ან სანაყი;

მომზადების დრო - 5 წუთი.

 


მომზადების წესი

მწვანილი და ნიორი დაჭერით;

ყველაფერი ერთად ჩაუშვით ბლენდერში და დააბლენდერეთ;

თუ ბლენდერი არ გაქვთ - ჯერ მშრალი ინგრედიენტები დანაყეთ. ძმარი, წყალი და ზეთი შემდეგ შეურიეთ.

განსაკუთრებული სიცხარისთვის შეგიძლიათ ცხარე მწვანე წიწაკაც შეამატოთ;

სულ ბოლოს გასინჯეთ და თუ რაიმე აკლია თქვენს გემოვნებაზე - შეამატეთ (მარილი და ძმარი).

saucenigozi2

Top