Chicken Marsala

3.5
by dona
იტლიური სამზარეულოს ეს ერთ-ერთი მშვენება ერთი კვირის წინ პირველად გავსინჯე და ძალიან მოვიხიბლე. ნაზი და წვნიანი ქათმის ფილე, ოდნავ სქელ წითელი ღვინისგან შეფერილ სოუსში, რომელსაც მარსალას პიკანტური გემო დაკრავდა, პორტაბელო სოკოსთან და პიურესთან ერთად არაჩვეულებრივი შეხამება იყო. დაახლოებით ისეთი რამ დამემართა, რაც ტირამისუს ჭამისას მემართება ხოლმე, სიამოვნებისგან თვალებს რომ ხუჭავ და სულ ჯულია ჩაილდი მიდგას მაგ დროს თვალწინ, პარიზში ყოფნისას თევზს რომ აგემოვნებს. გუშინ მე თვითონ გავაკეთე და ერთ პატარა კურიოზს თუ არ ჩავთვლით, ძალიან გემრიელი, ნაზი და წვნიანი გამოვიდა. რატომღაც ჩემმა მეუღლემ თეთრი ღვინის ბოთლი გამიხსნა და მეც მექანიკურად ის გამოვიყენე, ერთი კი გავიფიქრე მარსალა წითელი ღვინოა მეთქი, მაგრამ მის ღვინოში დიდ გამოცდილებას ვენდე და ბედნიერად ჩავუძახე კერძში. აი, მითეთრო ფერის სოუსი რომ მივიღე, მაშინ კი მივხვდი რომ საკუთარ ინტუიციას უნდა დაუჯერო. მაშ ასე, ბოდიშს ვიხდი ყველა იმ ადამიანის წინაშე ვინც მარხულობს, მე კი ასეთ მაცდურ რეცეპტებს ვწერ. მაგრამ, სამაგიეროდ, რომ გახსნილდება, უამრავი საინტერესო კერძი გექნებათ გასაკეთებელი და დასაგემოვნებელი.

Ingredients

For 0 people ()

Chicken Marsala Directions

ინგრედიენტები
  • • 4 ცალი ქათმის გულმკერდის ფილე (თუ ძალიან სქელია, შუაზე გაჭერით და ისე დაბეგვეთ)
  • • 0.5 კგ სოკო (ქამა სოკო შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ)
  • • 1 ჭიქა შავი ღვინო (იტალიელები მარსალას იყენებენ, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ქართული შავი ტკბილი ღვინო გამოიყენოთ)
  • • 4 სუფრის კოვზი ფქვილი (ნაწილი ფილეს ამოსავლებად, ნაწილი სოუსისთვის)
  • • 1 ჭიქა ქათმის ბულიონი ან წყალი ( თუ სოუსი სქელი გამოვიდა, დაუმატეთ წვენი)
  • • 50 გრ კარაქი ან ზეთი შესაწვავად
  • • ცოტა ქინძი
  • • მარილი და პილპილი

მომზადების წესი
  1. • გავჭრათ ქათმის ფილე შუაზე (თუ სქელია), მოვაყაროთ მარილი და პილპილი და დავბეგვოთ ორივე მხრიდან
  2. • ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ 2-2 წუთი ორივე მხრიდან ისე რომ გარედან მოიბრაწოს ოდნავ
  3. • ამოვალაგოთ შემწვარი ფილეები ცალკე ლანგარზე
  4. • იმავე ტაფაში ჩავყაროთ დაჭრილი და გასუფთავებული სოკო, თუ ცხიმის დამატებაა საჭირო, დაუმატეთ
  5. • მოვბრაწოთ დაახლოებით 3 -4 წუთი, ისე რომ ჩარბილდეს
  6. • დავასხათ ღვინო, ბულიონი, რომელშიც ფქვილია გახსნილი და წამოვადუღოთ
  7. • ჩავაწყოთ ქათმის ფილეები იმავე ტაფაში და დავტოვოთ დაახლოებით 5-6 წუთი
  8. • მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და თუ საჭიროა ცოტა მარილი და პილპილი
  9. • მიირთმევენ კარტოფილის პიურესთან ან პასტასთან ერთად

none
Top