ნამცხვარი სნიკერსი

5
მართალია ცოტა მოძველებული, :D მაგრამ ძალინ ხრაშუნა და გემრიელი ნამცხვარია ჩემი აზრით :)

Ingredients

For 0 people ()

ნამცხვარი სნიკერსი Directions

ინგრედიენტები

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 10 კვერცხი
  • 2ჩ/ჭ შაქარი
  • 350 გრ კარაქი
  • 3ს/კ თაფლი
  • 1ჩ/კ სოდა ძმრით
  • 6ჩ/ჭ ფქვილი
  • ვანილი

ინგრედიენტები ბეზესთვის:

  • 10 კვერცხის ცილა
  • 3ჩ/ჭ შაქარის პუდრა
  • ვანილი
  • ცოტა ლიმონჟავა

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 2 ქილა მოხარშული შედედებული რძე
  • 200 გრ კარაქი
  • 100 გრ მიწის თხილი
  • ვანილი

იგრედიენტები ზემოდან მოსასხმელად:

  • 100 გრ. შავი შოკოლადი
  • 1 ს/კ კარაქი.

მომზადების წესი

ცომის მომზადება:

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად + კარაქი დარბილებული და თაფლი +სოდა ძმრით, ვანილი და დავაცრათ ფქვილი. ყველაფერს კარგად ავურევთ და მიღებულ მასას გავყოფთ სამ ტოლ ნაწილად.

ცომს დავდებთ თბილ ადგილზე.

ბეზეს მომზადება:

კვერცხის ცილებისგან გავაკეთებთ მკვრივ ბეზეს და ნელ-ნელა დავუმატებთ 3 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრს+ვანილი და ლიმონჟავას;

კრემის მომზადება:

კარაქი და მოხარშული შედედებული რძე ამოვიყვანოთ კარგად, დავამატოთ მოხალული და დაფქული მიწის თხილი და ვანილი.

საბოლოო მომზადება:

ცომი გავყოთ 3 ტოლ ნაწილად, ასევე ვყობთ ბეზეს მასასაც, ვაბრტყელებთ ცომს გამოსაცხობ თუნუქის ფურცელზე და ვუსვამთ ზევიდან ბეზეს მესამედს, ასე ვაკეთებთ სამივე შემთხვევაში, ვაცხობთ საშუალო ტემპერატურაზე.

აწყობა:

სამივე ფენას ვუსმევთ კრემს და ზევიდან ვასხამთ კარაქთან ერთად გამდნარ შოკოლადს, ვაფორმებთ სურვილის მიხედვით.


none
Top