broccoli

ბროკოლი და მისი სასარგებლო თვისებები: კომბოსტოს ოჯახის ეს ფრიად ამაყი და სასარგებლო წარმომადგენელი, მიუხედავად მისი უამრავი თვისებისა, ბევრისთვის არც ისეთი საყვარელი საჭმელია. მისი არსებობის ისტორია დაახლოებით 2000 წელს ითვლის და რომაელთა შორის ერთ-ერთ დასაფასებელ ბოსტნეულს წარმოადგენდა, მისი საკვები ღირებულებების  გამო. იგი შეიცავს "ბ" და "ც" ვიტამინს, მდიდარია ფოლიუმისის მჟავათი, უჯრედისით და ბეტა-კაროტინით. მასში არსებული ნივთიერებები აქტიურად ებრძვიან ათეროსკლეროზს და კიბოს რამდენიმე სახეობას (ფილტვეების, მკერდისა და მსხვილნაწლავის). უმი ბროკოლი შეიცავს დაახლოებით იმდენ კალციუმს, რაც არის რძის შემადგენლობაში.

კულინარიაში, ბროკოლი ძირითადად მოხარშული ან ორთქლში გატარებული გამოიყენება, თუმცა ხშირად უმადაც მიირთმევენ, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ხარშვის დროს ბროკოლში ნადგურდება სასარგებლო ნივთიერებები და ანტი-სიმსივნური

კომპონენეტების ნაწილი, 5 წუთიანი ხარშვის შედეგად სარგებლიანობა იკლებს 20-30%-ით, 10 წუთიანის შემდეგ 40-50%-ით.

ბროკოლის მომზადება: რაც შეეხება ბროკოლის გემოს, როგორც უმეტესი სასარგებლო ბოსტნეულისა, მასაც ბევრი მოყვარული არ ჰყავს და უმეტესობა მხოლოდ იმიტომ მიირთმევს, რომ "საჭიროა". ეს რეცეპტი ზეპირად მოვისმინე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი შეფის კეტ კორასგან. ეტყობა ისე გამიკვირდა რატომ იყო მისი საყვარელი კერძი ეს ბროკოლი, რომ ჩემმა გონებამ უცებ დაიმახსოვრა მისი მომზადების რეცეპტი. ალბათ, ჩემი ინტუიციაც ჩაერთო და ბროკოლის სალათი გამოვიდა, როგორც ამერიკელები იტყვიან to die for ერთი სული მქონდა როდის გაგიზიარებდით და არ დააყოვნოთ, რაც მალე გააკეთებთ, მით უკეთესი თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის.

როგორ შევარჩიოთ საღი ბროკოლი: ალბათ, დახლზე ამოლაგებული მწვანე "ბურთების" დანახვისას ხშირად გაგჩენიათ კითხვა, თუ რომელი უნდა აარჩიოთ. რადგან, მაინც არის განსხვავება ახალ და გადაბერებულ ბროკოლს შორის, როგორც გემოს ასევე სარგებლიანობის კუთხით, აქ რამდენიმე რჩევას მოგაწვდით: სასურველია შეარჩიოთ ქორფა ყვავილედი, რომელსაც უფრო მოყვითალო ყვავილედები აქვს (ზემოდან თხელი მწვანე ფერით დაფარული), ვიდრე მუქი მწვანე. ღეროც "ხესავით" არ უნდა იყოს გამაგრებული, ხელს რომ დააჭერთ, სიახლის და სირბილის შეგრძნება უნდა ქონდეს. ამასთან, როცა ქვემოდან, გადაჭრის ნაწილში დახედავთ, გარეთა ფენა უნდა იყოს თხელი და "გულის" ფერთან მიახლოებული. ბროკოლი რაც უფრო მუქი ზედაპირითაა, მით უფრო ძველია. ასევე, თუ ბროკოლი "აყვავებულია", ანუ ყვავილედებზე მუქი იასამნისფერი ფენაა გადაკრული - ე.ი. ბროკოლი გადაბერებულია. თუმცა, ეს ყვავილები სულაც არ ნიშნავს, რომ ბროკოლი გაფუჭდა, უბრალოდ, ხელის გადასმაა საჭირო რომ ყვავილების ეს ფენა ჩამოიყაროს.

მასალა მომზადებულია Dona-ს  და ნათია მინაშვილის მიერ. 

აქ კი ნახავთ საიტზე განთავსებულ რეცეპტებს ბროკოლის გამოყენებით;

აქ არის ბროკოლის "ჯანსაღად" მომზადების წესი, რომელიც ძალიან მარტივია.

აქ, კი "ბროკოლის და კატოფილის წვნიანი" მინდა შემოგთავაზოთ, სადაც ბროკოლი უდანაკარგოთ გამოიყენება. ვიცი, ბევრი ბროკოლის ღეროს აგდებს, რასაც აწი აღარ იზავთ.

(სურათი აღებულია ინტერნეტ არტ-სერიიდან - From edible to incredible)