cinnamon_1  უძველესი დროიდანაა ცნობილი. მოხსენიებულია ძველ ჩინურ და ეგვიპტურ წარწერებში, ასევე ძველ აღთქმაში. სავარაუდოდ, იგი რელიგიური და სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა. მოგვიანებით ინდოეთიდან და ჩინეთიდან  საბერძნეთსა და რომში, შემდეგ კი მთელ ევროპაში გავრცელდა, თუმცა მეტად მაღალი ფასის გამო მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

დარიჩინი 10-15 მ სიმაღლის ხეა და დაფნისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. სანელებლად გამოიყენება მისი გამხმარი ქერქი, უფრო სწორედ, ქერქის შიდა ფენა, რომელიც იყიდება როგორც ჩხირების სახით, ისე დაფქული. საუკეთესოდ  შრი-ლანკასა და ინდოეთის სამხრეთში წარმოებული ითვლება. დარიჩინი გამოირჩევა თბილი და ძლიერი არომატით, რაც მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა. ეს ეთერზეთები თავის მხრივ, გამოიყენება პარფიუმერულ და კოსმეტიკურ პროდუქციაში, ასევე ფარმაცევტიკაში.

დარიჩინი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს და კარგი პრევენციული საშუალებაა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის კიბოს, წინააღმდეგ.(ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც, თავის მხრივ აზიანებენ უჯრედებს და ხელს უწყობენ სხვადასხვა დაავადებების განვითარებას). ასევე სასარგებლოა კუჭის მომატებული მჟავიანობისას. მასში შემავალ ეთერზეთებს აქვთ ტკივილგამაყუჩებელი თვისება, ააქტიურებს სისხლის მომოქცევას, ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებების გამო რეკომენდირებულია გაციების დროს.

ჩვენთან, ისევე როგორც ევროპაში, დარიჩინს ძირითადად ტკბილეულში, ნამცხვრებში ვიყენებთ. მაგრამ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ხორცეულისა და ფრინველის კერძებშიც ამატებენ.

საყოველთაოდ ცნობილია დარიჩინისა და ვაშლის შეხამება. ეს სანელებელი მართლაც განუმეორებელ გემოს აძლევს ვაშლის ნამცხვრებს, შტრუდელებს. მისი დამატება რეკომენდირებულია კომპოტებშიც: ვაშლის, მსხლის, ქლიავის კომპოტი ამით უფრო არომატული და გემრიელი გახდება.

სცადეთ დარიჩინი ჩირებიან და ქიშმიშებიან ბრინჯის ტკბილ ფლავთან ერთად, შეგიძლიათ ცოტა ფორტოხლის ცედრაც დაამატოთ.

ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ ცხელი ღვინის სასმელი დარიჩინით _ გლინტვეინი.

დაფქული დარიჩინი კერძს ბოლოს უნდა დაამატოთ, რადგან ჩხირებისგან განსხვავებით თერმულ დამუშავებას ვერ იტანს და მწარდება. 

უძველესი დროიდანაა ცნობილი. მოხსენიებულია ძველ ჩინურ და ეგვიპტურ წარწერებში, ასევე ძველ აღთქმაში. სავარაუდოდ, იგი რელიგიური და სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა. მოგვიანებით ინდოეთიდან და ჩინეთიდან  საბერძნეთსა და რომში, შემდეგ კი მთელ ევროპაში გავრცელდა, თუმცა მეტად მაღალი ფასის გამო მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

დარიჩინი 10-15 სიმაღლის ხეა და დაფნისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. სანელებლად გამოიყენება მისი გამხმარი ქერქი, უფრო სწორედ, ქერქის შიდა ფენა, რომელიც იყიდება როგორც ჩხირების სახით, ისე დაფქული. საუკეთესოდ  შრი-ლანკასა და ინდოეთის სამხრეთში წარმოებული ითვლება. დარიჩინი გამოირჩევა თბილი და ძლიერი არომატით, რაც მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა. ეს ეთერზეთები თავის მხრივ, გამოიყენება პარფიუმერულ და კოსმეტიკურ პროდუქციაში, ასევე ფარმაცევტიკაში.

დარიჩინი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს და კარგი პრევენციული საშუალებაა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის კიბოს, წინააღმდეგ.(ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც, თავის მხრივ აზიანებენ უჯრედებს და ხელს უწყობენ სხვადასხვა დაავადებების განვითარებას). ასევე სასარგებლოა კუჭის მომატებული მჟავიანობისას. მასში შემავალ ეთერზეთებს აქვთ ტკივილგამაყუჩებელი თვისება, ააქტიურებს სისხლის მომოქცევას, ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებების გამო რეკომენდირებულია გაციების დროს.

ჩვენთან, ისევე როგორც ევროპაში, დარიჩინს ძირითადად ტკბილეულში, ნამცხვრებში ვიყენებთ. მაგრამ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ხორცეულისა და ფრინველის კერძებშიც ამატებენ.

საყოველთაოდ ცნობილია დარიჩინისა და ვაშლის შეხამება. ეს სანელებელი მართლაც განუმეორებელ გემოს აძლევს ვაშლის ნამცხვრებს, შტრუდელებს. მისი დამატება რეკომენდირებულია კომპოტებშიც: ვაშლის, მსხლის, ქლიავის კომპოტი ამით უფრო არომატული და გემრიელი გახდება.

სცადეთ დარიჩინი ჩირებიან და ქიშმიშებიან ბრინჯის ტკბილ ფლავთან ერთად, შეგიძლიათ ცოტა ფორტოხლის ცედრაც დაამატოთ.

ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ ცხელი ღვინის სასმელი დარიჩინით _ გლინტვეინი.

დაფქული დარიჩინი კერძს ბოლოს უნდა დაამატოთ, რადგან ჩხირებისგან განსხვავებით თერმულ დამუშავებას ვერ იტანს და მწარდება.

 

მოამზადა ნინო ჯანანაშვილმა

სურათზე, კი სინამონის ჩხირების სხვა დანიშნულებით გამოყენების ალტერნატივას გთავაზობთ, რომელის შეძენაც აქ www.jonathanfongstyle.com შეგიძლიათ, ან თავადაც სულ მარტივად მოამზადებთ.